Sunday, November 20, 2011

მეფე მგელ–ლომმუზარადიანი

მოსწავლეები აქტუალურად ჩაებნენ პროექტის განხორციელებაში.
მოსწავლეებმა: ნანა ყელბერაშვილმა, ნუგზარ ყელბერაშვილმა და დათო გულუაშვილმა მოიძიეს ისტორიული მასალა მეფე, ვახტანგ გორგასალზე რის საფუძველზეც შეადგინეს თემა:
„ვახტანგ გორგასალი“
ქრისტიანობის მიღების გამო, ქართლს გადაემტერა მაზდეანური ირანის ძლიერი სახელმწიფო. მან მოახერხა ქართლის დამარცხება და ხარკიც დააკისრა მათ.
ამ მძიმე ვითარებაში იწყებს მოღვაწეობას ვახტანგ გორგასალი. მე–11საუკუნის ისტორიკოსის ჯუანშერის გადმოცემით, მეფე მირდატს და დედოფალ საგდუხს დაებადათ ჯერ ასული ხვარამზე,  მერე კი ვაჟი ვარანხოსრო–ტანგი, ანუ ქართულად ვახტანგი, ხალხური ტრადიციით, სპასპეტ საურმაგს მისცეს აღსაზრდელად.
არსენ კათალიკოსის გადმოცემით მეფე ვახტანგი ბრგე კაცი ყოფილა, ორ მეტრზე მეტი  სიმაღლის, თავისუფლების მოყვარე და ისეთი ღონიერი, რომ შეჭურვილ ცხენს მხარზე ცხვარივით მოიგდებდა და მცხეთიდან არმაზ ციხეზე მუხლმოუხრელად ადიოდა.
ვახტანგი 7 .წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ღირსეული მამულიშვილების დახმარებით, სამეფოდ აღზარდა და 15 წლის ასაკში, ვახტანგი ქართლის მეფე გახდა.
ვახტანგმა თავიდანვე ნიჭი და სიმამაცე გამოამჟღავნა. მან გააძლიერა ქართული ჯარი. ირანის შაჰმა ჭაბუკი ვახტანგი თავისი ჯარით საომრად წაიყვანა, სადაც მათ თავიც ისახელეს და დიდი გამოცდილებაც მიიღეს. ამ ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დაიწყო ბრძოლა ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანებისთვის. მან ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში, იქიდან კავკასიონს დაჰყვა. აფხაზეთიდან და ეგრისიდან ბიზანტიის ჯარიც განდევნა. ამიტომ იყო, რომ ხალხს ვახტანგ მეფე თავის მხსნელად მიაჩნდა , ამიტომვეა რომ ხალხში დღემდე დარჩა სიმღერა, რომელიც ვახტანგს აქებს და ადიდებს...........
“ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა
ციდან ჩამოესმა რეკა:
იალბუზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.
ოსებში გადაიარა 
ჩერქეზები გადარეკა.„

მტერთან შეურიგებელი მეფე
ვახტანგმა ჯერ სამეფო კარზე მეფობის მოცილენი დაიმორჩილა, მერე კი საეკლესიო საქმეები ახლებურად განაგო. ვახტანგ მეფე სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ირანელთა წინააღმდეგ და სწორედ ირანელებმა შეარქვეს მეტსახელი–გორგასალი რაც ქართულად “მგლისთავიანს„ ნიშნავს.
სამგორთან გამართულ ბრძოლაში ირანელების წინააღმდეგ ვახტაგ გორგასალი გმირულად იბრძოდა, მაგრამ მტრის მიერ მოსყიდულმა მოღალატემ, მეფე ბრძოლის დროს მოწამლული ისრით სასიკვდილოდ დაჭრა. მეფემ მის მიერ აგებულ უჯარმის ციხეში დალია სული. ეს დაახლოებით 491წელს მოხდა. ვახტანგ გორგასალი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს. მის საფლავის ქვაზე ვახტანგის გოლიათური ფიგურა გამოსახეს. ვახტანგის აბჯარი და სამოსელიც საუკუნეების განმავლობაში შენახულია საქართველოს სამეფო საგანძურში, როგორც  ძვირფასი ისტორიული განძი.
ვახტანგ გორგასალი გამოირჩეოდა თავისი კულტურულ– აღმშენებლობითი საქმიანობითაც.სწორედ მან გააშენა და დაარსა თბილისი.
ლეგენდა თბილისზე
ვახტანგ მეფემ დაუვიწყარი საჩუქარი დაუტოვა საქართველოს თბილისის დაფუძნებით.
ერთხელ ვახტანგ მეფე დიდი ამალის თანხლებით, თბილისის მიდამოებში სანადიროდ წასულა. ეს ადგილი მაშინ ტყით ყოფილა დაფარული, მწევრებს ხოხობი აურენიათ, ხოხობს მეფის მიმინო დაედევნა, მალე ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდნილა და ჩახარშულა. 
თბილი წყლების მარგებლობისა და მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო, მეფეს ეს ადგილი მოეწონა და ქალაქის გაშენება დაიწყო. ქალაქს ამ თბილი წყლების გამო “ტფილისი„ ეწოდა.

მეფეზე შეყვარებულმა ქართველებმა მრავალი ლეგენდა შეთხზეს:
თითქოს ის გაქცეულ ირემს ეწეოდაო.
როცა ომით დაღლილს ღვინო მოესურვებოდა, ღმერთი ყანწს მიაწოდებდაო.

Monday, November 7, 2011

მეფე მგელ–ლომმუზარადიანი

მოსწავლეებს ვთხოვე ესკურსიამდე გაიხსენონ თბილისის დაარსების ლეგენდა,რა იციან ვახტანგ გორგასლის პიროვნების შესახებ, წაიკითხონ პოეტ გიორგი ლეონიძის პოემა ,,სამგორი’’, რომელშიც პოეტს ვახტანგ მეფის თამბეჭდავი პორტრეტი აქვს გადმოცემული.