Saturday, December 24, 2011

საშობაო დღესასწაული

რადგან სოფელში მცირერიცხოვანი სკოლა არის და არ აკმაყოფილებს ბავშვების რაოდენობა მესამე  კლასის, გადავწყვიტე II III IV კლასიდან შემერჩია ბავშვები.
ბავშვები ჩაებნენ პროექტის განხორციელებაში.
პროექტს, რადგან „საშობაო დღესასწაული“ დავარქვით, მასწავლებლის და მოსწავლეების შეთანხმებით გადავწყვიტეთ ღონისძიება შტრაუსის ვალსით გაგვეხსნა და დაგვესრულებინა სიმღერით კანფეტების თოვლი.
მონაწილეობენ:
გუგა ყელბერაშვილი, ელენე ჩომახაშვილი, ვანოპეტრიაშვილი, მარიამ ოქრომელიძე, ბექა პეტრიაშვილი, ანი აზარიაშვილი, სანდრო ჯანგებაშვილი, მარი ჩომახაშვილი, ლია ყელბერაშვილი.

Saturday, December 10, 2011

საშობაო დღესასწაული

სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
დათუნია დრუნჩა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
მუსიკალური ზღაპარი– ინსცენირება,სადაც ორგანულადაა შერწყმული მუსიკა, მხატვრობა, ცეკვა, მეტყველება.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები თანამონაწილეობენ მუსიკალური  სცენარის მოდელის გააზრება შექმნაში. სპექტაპლში ბავშვები უშუალოდაა ჩართული. ერთობლივი შემოქმედებით მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მყარდება სრული ჰარმონია.
პროექტის მიზნები:
შემოქმედებით პროცესში აქტიური მონაწილეობა; ხელოვნების დარგებისა და პროფესიების ურთიერთ დაკავშირება; საშობაო დღესასწაულში მონაწილეობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარ– ჩვევების განვითარება
მონაწილეთა ასაკი:
II_III_IV კლასები
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი–სამი კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ეს პროექტი განთავსდება ბლოგზე

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:
აუდიო დისკი,  მუსიკალური ცენტრი, რეკვიზიტები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველ ორ გაკვეთილზე ბავშვები მუსიკალურ ზღაპარს შეისწავლიან, როლებს გაინაწილებენ და გაითავისებენ. მესამე  გაკვეთილიდან ზეიმისთვის მოემზადებიან. 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს.III.1. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.                                      მუს.III.5. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
მუს.III.9. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობისმიღება სხვადასხვა ღონისძიებებში.
მუს.III.10.მოსზავლეს აქვს უნარი პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.
მუს.III.11.მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის საშუალებაა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნათია გოგნიაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
natiagogniashvili5@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
htt://natiagogniashvili5bloggspot.com

Sunday, November 20, 2011

მეფე მგელ–ლომმუზარადიანი

მოსწავლეები აქტუალურად ჩაებნენ პროექტის განხორციელებაში.
მოსწავლეებმა: ნანა ყელბერაშვილმა, ნუგზარ ყელბერაშვილმა და დათო გულუაშვილმა მოიძიეს ისტორიული მასალა მეფე, ვახტანგ გორგასალზე რის საფუძველზეც შეადგინეს თემა:
„ვახტანგ გორგასალი“
ქრისტიანობის მიღების გამო, ქართლს გადაემტერა მაზდეანური ირანის ძლიერი სახელმწიფო. მან მოახერხა ქართლის დამარცხება და ხარკიც დააკისრა მათ.
ამ მძიმე ვითარებაში იწყებს მოღვაწეობას ვახტანგ გორგასალი. მე–11საუკუნის ისტორიკოსის ჯუანშერის გადმოცემით, მეფე მირდატს და დედოფალ საგდუხს დაებადათ ჯერ ასული ხვარამზე,  მერე კი ვაჟი ვარანხოსრო–ტანგი, ანუ ქართულად ვახტანგი, ხალხური ტრადიციით, სპასპეტ საურმაგს მისცეს აღსაზრდელად.
არსენ კათალიკოსის გადმოცემით მეფე ვახტანგი ბრგე კაცი ყოფილა, ორ მეტრზე მეტი  სიმაღლის, თავისუფლების მოყვარე და ისეთი ღონიერი, რომ შეჭურვილ ცხენს მხარზე ცხვარივით მოიგდებდა და მცხეთიდან არმაზ ციხეზე მუხლმოუხრელად ადიოდა.
ვახტანგი 7 .წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ღირსეული მამულიშვილების დახმარებით, სამეფოდ აღზარდა და 15 წლის ასაკში, ვახტანგი ქართლის მეფე გახდა.
ვახტანგმა თავიდანვე ნიჭი და სიმამაცე გამოამჟღავნა. მან გააძლიერა ქართული ჯარი. ირანის შაჰმა ჭაბუკი ვახტანგი თავისი ჯარით საომრად წაიყვანა, სადაც მათ თავიც ისახელეს და დიდი გამოცდილებაც მიიღეს. ამ ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დაიწყო ბრძოლა ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანებისთვის. მან ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში, იქიდან კავკასიონს დაჰყვა. აფხაზეთიდან და ეგრისიდან ბიზანტიის ჯარიც განდევნა. ამიტომ იყო, რომ ხალხს ვახტანგ მეფე თავის მხსნელად მიაჩნდა , ამიტომვეა რომ ხალხში დღემდე დარჩა სიმღერა, რომელიც ვახტანგს აქებს და ადიდებს...........
“ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა
ციდან ჩამოესმა რეკა:
იალბუზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.
ოსებში გადაიარა 
ჩერქეზები გადარეკა.„

მტერთან შეურიგებელი მეფე
ვახტანგმა ჯერ სამეფო კარზე მეფობის მოცილენი დაიმორჩილა, მერე კი საეკლესიო საქმეები ახლებურად განაგო. ვახტანგ მეფე სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ირანელთა წინააღმდეგ და სწორედ ირანელებმა შეარქვეს მეტსახელი–გორგასალი რაც ქართულად “მგლისთავიანს„ ნიშნავს.
სამგორთან გამართულ ბრძოლაში ირანელების წინააღმდეგ ვახტაგ გორგასალი გმირულად იბრძოდა, მაგრამ მტრის მიერ მოსყიდულმა მოღალატემ, მეფე ბრძოლის დროს მოწამლული ისრით სასიკვდილოდ დაჭრა. მეფემ მის მიერ აგებულ უჯარმის ციხეში დალია სული. ეს დაახლოებით 491წელს მოხდა. ვახტანგ გორგასალი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს. მის საფლავის ქვაზე ვახტანგის გოლიათური ფიგურა გამოსახეს. ვახტანგის აბჯარი და სამოსელიც საუკუნეების განმავლობაში შენახულია საქართველოს სამეფო საგანძურში, როგორც  ძვირფასი ისტორიული განძი.
ვახტანგ გორგასალი გამოირჩეოდა თავისი კულტურულ– აღმშენებლობითი საქმიანობითაც.სწორედ მან გააშენა და დაარსა თბილისი.
ლეგენდა თბილისზე
ვახტანგ მეფემ დაუვიწყარი საჩუქარი დაუტოვა საქართველოს თბილისის დაფუძნებით.
ერთხელ ვახტანგ მეფე დიდი ამალის თანხლებით, თბილისის მიდამოებში სანადიროდ წასულა. ეს ადგილი მაშინ ტყით ყოფილა დაფარული, მწევრებს ხოხობი აურენიათ, ხოხობს მეფის მიმინო დაედევნა, მალე ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდნილა და ჩახარშულა. 
თბილი წყლების მარგებლობისა და მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო, მეფეს ეს ადგილი მოეწონა და ქალაქის გაშენება დაიწყო. ქალაქს ამ თბილი წყლების გამო “ტფილისი„ ეწოდა.

მეფეზე შეყვარებულმა ქართველებმა მრავალი ლეგენდა შეთხზეს:
თითქოს ის გაქცეულ ირემს ეწეოდაო.
როცა ომით დაღლილს ღვინო მოესურვებოდა, ღმერთი ყანწს მიაწოდებდაო.

Monday, November 7, 2011

მეფე მგელ–ლომმუზარადიანი

მოსწავლეებს ვთხოვე ესკურსიამდე გაიხსენონ თბილისის დაარსების ლეგენდა,რა იციან ვახტანგ გორგასლის პიროვნების შესახებ, წაიკითხონ პოეტ გიორგი ლეონიძის პოემა ,,სამგორი’’, რომელშიც პოეტს ვახტანგ მეფის თამბეჭდავი პორტრეტი აქვს გადმოცემული.

Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
მეფე მგელ- მუზარადიანი
პრობლემის განსაზღვრა:
გაკვეთილის ეს სახე ტრადიციულ ჭრილში არ უნდა მოვიაზროთ საქმიანობა უნდა მივმართოთ, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებში ახალი ცოდნის დამოუკიდებელი ძიების ჩვევების ფორმირებისაკენ. მუსიკის გაკვეთილებზე აქტუალურია შინაგანი ორგანული კავშირების გაღრმავება, როგორც ერთი ხელოვნების საზღვრებში, ისე მომიჯნავე დარგებთან. ამ გაკვეთილზე შესწავლილი ქართული ხალხური სიმღერა  (,,საფერხულო" (ვახტანგ მეფე)) შინაარსობრივ მრავალფეროვნებას განაპირობებს ხალხური ზეპირსტყვიერება, ხოლო უძველესი ფერხულები გულისხმობს გუნდურ ცეკვას-ცეკვას სიმღერით. მაშასადამე საქმე გვაქვს პოეზიის, მუსიკისა და ცეკვის კავშირთან. ყურადღებას გავამახვილებთ ხელოვნების დარგების- პოეზიის, მუსიკის, ქანდაკების ხუროთმოძღვერბის კავშირზე, მათ საერთო და განმასხვავებელ თვისებებზე. ძირითადი პრობლემა კოლექტიურ სწავლებასა და ინდივიდუალურ შეთვისებას შორის არსებული წინააღმეგობების გადალახვაა. მოსწავლეთა მუსიკალური ნიჭიერებისა და განვითარების არათანაბარი დონე, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით მასწავლებელმა უნდა მართოს. მაგ. სიმღერაზე მუშაობის პროცესს თუ სუსტი მუსიკალური მონაცემების მქონე მოსწავლეებს ჩამოვაშორებთ, არათანაბარ მდგომარეობაშში ჩავაყენებთმ მათ და დისკომფორტს შევუქმნით. ჯგუფური მუშაობის ფორმის გამოყენებით სადაც ლიდერობას ბუნებრივია კარგი მუსიკალური მონაცემების მოსწავლე იკისრებს, ჯგუფის დანარჩენი წევრები თავის გამოჩენას შეძლებისდაგვარად შეეცდებიან.ისინი ითანამშრომლებენ თანატოლებთან და პრობლემის გადაჭრას გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან. 
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ექსკურსია თბილისში მოეწყობა,   თბილისის ძველი უბნის - მეტეხის პლატოსკენ სადაც აღმართულია ვახტანგ გორგასლის მონუმენტი
 მოსწავლეები უთუოდ გაიცნობენ იმ ეპოქას, როდესაც ქართლში გორგსალი მეფობდა.
პროექტის აქტუალობა:
 მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ V-ე საუკუნეში მოღვაწე ბრწყინვალე და უძლეველი მეფის პორტრეტს.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია: ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის ურთიერთკავშირების გაცნობიერებისათვის (პოეზია ქანდაკება მუსიკა)  სიმღერის შესწავლა (,,საფერხულო" (ვახტანგ მეფე)). სიმღერა ფერხულის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:
13-14 წ 
ვადები/ხანგრძლივობა:
3-კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება მოსწავლეთა მოპოვებული ინფორმაციის საფუზველზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დამხმარე ლიტერატურა, ისტ,ტრანსპორტი, მოსასმენი მასალა, ფინანსები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის გეგმის შემუშავებაში კლასის ყველა ბავშვი იღებს მონაწილეობას, პასუხისმგებელი არის მასწავლებელი, ვარჩევთ პროექტის თემას და პროექტს განვსაზღვრავთ საინტერესო აქტუალური შეკითხვებით:

  1. გაიხსენონ ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ
  2. რა იციან ვახტანგ გორგასლის პიროვნების შესახებ
  3. გაიხსენონ რომელ ხალხურ სიმღერას იცნობენ სადაც საფერხულო ხასიათია მოცემლია
  4. მოიძიონ გიორგი ლეონიძის პოემა ,,სამგორი", რომელშიც პოეტს ვახტანგ გორგასლის მეფის შთამბეჭდავი პორტრეტი აქვს გადმოცემული 
  5. მსჯელობა გაიმართოს იმაზე თუ რა ინფორმაცია მიიღეს მათ ხელოვნების სამი ნაწარმოებიდან - ქანდაკებიდან პოემიდან და სიმღერიდან
პროექტის დასრულებისას მოხდება შეფასება, შემდეგი კრიტერიუმებით:
  1. პროექტის ვიზუალური ნაწილი
  2. ორიგინალობა
  3. მთლიანი შთაბეჭდილება

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, ქართული ლიტერატურა, ხელოვნება

  • IX.3.მოსწავლე განსაზღვრავს თემას, იდეას დააყალიბებს მას კომპოზიციის, სპექტაკლის სახით
  • მუს.IX.4 მოსწავლე წარმოადგენს თანაკლასელებთან ერთად განსხვავებული სტილის სიმღერებს
მუს.IX.6. მოსწავლე უსმენს და აფასებს მუსიკალურ ნაწარმოებს
  • მუს.IX.8. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში
  • მუს.IX.10. მოსწავლე განაზოგადებს თავის ცოდნას მოსმენილი ნაწარმოებების შესახებ

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნათია გოგნიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
htt://natiagogniashvili5bloggstop.com